°

დაბრუნება ქართულ პირველ გვერდძე

დაბრუნება ფრანგულ პირველ გვერდზე

 

ე ტ რ ა ტ ი - გ რ ა გ ნ ი ლ ი

 

 

 

ძვირფასო მეგობრებო,

 

საქართველოში რუსული აგრესიისა და ქართული ტერიტორიის–აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ რუსული იმპერიალიზმის უშუალო მსხვერპლნი–დევნილი მოსახლეობა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

 

აქცია - „დევნილების მიმართვა ცივილიზებულ მსოფლიოს“-მიმდინარეობს  დოკუმენტზე –გრაგნილზე ხელის მოწერით.

 

ხელმოწერების პროცესი დაიწყო საქართველოში რუსული აგრესიის დაწყების დღეს 7 აგვისტოს. ამჟამად მასზე ხელს აწერენ საქართველოში მყოფი დევნილები. ეს დოკუმენტი საბოლოოდ გაიგზავნება გაეროში. მთავარი მოთხოვნა, რომელსაც დევნილები გამოთქვამენ, არის რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანის და საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების სურვილი.

 

ბევრი დევნილი რუსულმა აგრესიამ საზღვარგარეთ გადახვეწა. მათ უნდა მიეცეთ საშუალება შეუერთდნენ საქართველოში მყოფ დევნილებს და გამოხატონ თავისი პროტესტი რუსეთის მიმართ და საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი.

 

გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და დაგვიდასტუროთ თქვენი მზადყოფნა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი წინა­და­დებები, თუ თქვენს ქვეყანაში სად და რა ფორმით არის შესაძლებელი აღნი­შნული ხელმოწერის აქციის ჩატარება.

 

ჩვენ მადლიერებით მივიღებთ თქვენს წინადადებებს და ინიციატივებს.

პატივისცემით,

 ელზა კუპრაშვილი

Leading Specialist
State Ministry of Georgia on Diaspora Issues
Ingorokva Str. 7
0134 Tbilisi
Tel: (+995 32)  36 89 65
Mob: (+995 95) 64 86 11
mail:
elza.kuprashvili@diaspora.gov.ge ; elituberlin@yahoo.de
Internet:
www.diaspora.gov.ge

 

 

Retour début